მუსლიმთა სამმართველოს სარჩელი

05 აპრილი 2017, 00:00 2420 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო, რომელიც  როგორც შიიტი, ისე სუნიტი მუსლიმებისაგან ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნას ითხოვს.

სარჩელში სამმართველო რელიგიის თავისუფლების პრინციპის დარღვევაზე, ასევე, იმაზე აკეთებს აქცენტს,  რომ მსგავს გაერთიანებას ხელისუფლება ქრისტიანულ ეკლესიებს არ თხოვს. გაერთიანება ზიანის ანაზღაურების მიღებისთვის არის საჭირო. საუბარია საქართველოს მთავრობის 2014 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც რელიგიურ ორგანიზაციებს, მათ შორის, მუსლიმ თემს, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანი ნაწილობრივ უნდა აუნაზღაურდეთ.

ამავე კატეგორიაში