ილია სულამანიძე ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია

02 აგვისტო 2024, 10:20 377 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ილია სულამანიძე პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია. 23 წლის ქართველი ტურნირის ფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან ვაზარით დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ სამი გაფრთხილებით დამარცხდა. ილიამ საქართველოს ნაკრებს პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მესამე მედალი მოუპოვა.

შეგახსენებთ, რომ ხუთი დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს. დღეს ტატამიზე კიდევ ორი ქართველი, - გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი იჭიდავებენ. ხვალ კი ძიუდოში გუნდური ტურნირი გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ ძიუდოისტების გარდა ოლიმპიურ თამაშებში დღეს იასპარეზებენ ტყვიით მსროლელი ნინო სალუქვაძე, მძლეოსანი ლიკა ხარჩილავა და ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში