პაატა ღუდუშაურმა “დინამო” ბათუმი დატოვა

02 აგვისტო 2024, 13:58 560 ნახვა

პაატა ღუდუშაურმა “დინამო” ბათუმი დატოვა და კარიერას ისრაელის ჩემპიონატში, “ბნეი სახნინში” გააგრძელებს.

27 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი “დინამომ” უკვე დაადასტურა. ღუდუშაური კონტრაქტს 1+1 სისტემით გააფორმებს.

პაატამ “დინამოს” მაისურით 72 მატჩში, 19 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ღუდუშაური სხვადასხვა დროს “ვიტ ჯორგიაში” და გორის “დილაში” ასპარეზობდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში