„ჰამასის“ ლიდერის მკვლელობა ხელს არ უწყობს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას - ჯო ბაიდენი

02 აგვისტო 2024, 14:05 351 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ხელს არ უწყობს. 

ჯო ბაიდენმა ენდრიუს ბაზაზე მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ფაქტი შეთანხმების მიღწევის პროცესისთვის ცუდია.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკვე ესაუბრა  ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და დაამატა, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის საფუძველი უკვე არსებობს, ახლა მოქმედებაა საჭირო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში