გურამ თუშიშვილი დიკვალიფიკაციის გამო ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას

02 აგვისტო 2024, 16:39 608 ნახვა
 
 

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინური კომიტეტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გურამ თუშიშვილს ძიუდოს ყველანაირ ტურნირზე ასპარეზობა აეკრძალა.

სასჯელი ეხება მთლიანად ოლიმპიურ თამაშებს, როგორც ინდივიდუალურ ისე გუნდურ შეჯიბრებას. ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე მონაწილეობაც.

გუნდურ შეჯიბრებაში კი, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს, გურამ თუშიშვილს ილია სულამანიძე ჩაანაცვლებს.

პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში