პარიზის ოლიმპიადის მე-9 დღე

03 აგვისტო 2024, 12:14 371 ნახვა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე დღეს ჯუდოში გუნდური შეჯიბრება იმართება.შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მონაწილეობას 19 ქვეყნის ნაკრები მიიღებს, რომელთა შორის, პირველად ისტორიაში, საქართველოც არის. ჩვენი გუნდი განთესილთა შორის მოხვდა და გამოსვლას მერვედფინალიდან იწყებს და ჩვენი მეტოქე იტალიასა და უნგრეთს შორის გამარჯვებული იქნება.

რაც შეეხება გუშინდელ დღეს, ძალიან უსიამოვნო ინციდენტი მოხვდა 100+ კილოგრამ წონით კატეგორიაში ჯუდოში, მეოთხედფინალში გურამ თუშიშვილი ლეგენდარულ ტედი რინერს დაუპირისპირდა და ფრანგმა იპონით დააგდო გურამი, თუმცა შემდეგ არასპორტულად მოიქცა და გურამი პროვოკაციაზე წამოაგო, გურამის პასუხი კი უკვე მსაჯების და სადისციპლინო კომიტეტის თვალში მოხვდა და ის ოლიმპიადიდან მოკვეთეს.. რაც შეეხება კიდევ ერთ ჩვენს სპორტსმენს ლუბა გოლოვინამ ბატუტზე ხტომაში, ვერ შეძლო საფინალო ეტაპზე გასვლა და შესაბამისად მედლებისათვის ბრძოლაში ვერ ჩაება

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში