არეულობა ლონდონში

03 აგვისტო 2024, 14:53 329 ნახვა

დიდ ბრიტანეთში, სანდერლენდში საპროტესტო აქციის დროს, დემონსტრანტებმა პოლიციის განყოფილება დაწვეს, რის შედეგადაც 3 ოფიცერი დაშავდა. არეულობა სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ლონდონსა და მანჩესტერში მას შემდეგ დაიწყო, რაც საუთპორტში 17 წლის მოზარდი საცეკვაო სკოლის მოსწავლეებს დაესხა თავს და 3 ბავშვი მოკლა. დაშავდა კიდევ 8 ბავშვი.

თავდამსხმელი კარდიფში დაბადებული აქსელ მუგანვა რუდაკაბუნა იყო. შემთხვევის შემდეგ საპროტესტო აქციებზე შეკრებილები მიგრანტების შემოდინების დიდ ნაკადს ეწინააღმდეგებიან. გავრცელებული ცნობით, ისინი ისლამოფობიურ სლოგანებს და ულტრამემარჯვენე აქტივისტების მხარდამჭერ სლოგანებს სკანდირებდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში