აშშ და დიდი ბრიტანეთი საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებენ

04 აგვისტო 2024, 10:35 356 ნახვა

აშშ და დიდი ბრიტანეთი საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებენ. ქვეყნებმა გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციის ფონზე მიიღეს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სიტუაცია შეიძლება ძალიან სწრაფად გაუარესდეს.

ანალოგიური განცხადება გაავრცელა აშშ-ის დიპლომატიურმა უწყებამაც, რომელშიც მოქალაქეებს მოუწოდებენ, დღესვე დაჯავშნონ ნებისმიერი მიმართულებით ხელმისაწვდომი ავიაბილეთი.

ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაცია „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს, ხოლო, ბეირუთში მოძრაობა „ჰეზბოლს“ მეთაურის, ფაუდ შუქრის მკვლელობებს უკავშირდება. საპასუხოდ, ირანის ხელისუფლება და „ჰეზბოლა“ ისრაელს შურისძიებით დაემუქრნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში