ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში 23 ბავშვი დაბრუნდა

04 აგვისტო 2024, 12:01 374 ნახვა

უკრაინაში ხერსონის, ზაპოროჟიეს და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 23 ბავშვი დაბრუნდა. ინფორმაციას ორგანიზაცია Save Ukraine ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, ომის დაწყებიდან, გუნდმა რუსეთიდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან 446 ბავშვის დაბრუნება მოახერხა.

გარდა ამისა, ოკუპანტი აგრძელებს თავდასხმებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული შაჰედის ტიპის 5 დრონიდან ყველა ჩამოაგდეს. ქვეყნის პრეზიდენტმა კი რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებაზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ ყოველი დარტყმა რომელიც ზუსტად პასუხობს რუსეთის საჰაერო ბომბებს, ანადგურებს მათ ლოგისტიკასა და ბაზებს, შესაბამისად ართულებს ოკუპანტების დარჩენას უკრაინის მიწაზე.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში