ირანში მასობრივი დაკავებები დაიწყო

04 აგვისტო 2024, 12:02 357 ნახვა

„ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ  ირანში მასობრივი დაკავებები დაიწყო. მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის არიან ირანის სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები, სამხედრო მაღალჩინოსნები და ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის იმ რეზიდენციის თანამშრომლები, სადაც ისმაილ ჰანიე მოკლეს.

სულ დაპატიმრებულია 20 პირი. ამასთან, ირანელი სამართალდამცავები გამოძიების ფარგლებში სწავლობენ ირანის აეროპორტებში დამონტაჟბული კამერების ჩანაწერებს და მგზავრთა სიებს, რადგან გავრცელებული მოსაზრებით, „ჰამასის“ ლიდერის მკვლელები, შესაძლოა ისევ ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში