მოკრივე, ლაშა გურული დღეს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში იასპარეზებს

04 აგვისტო 2024, 14:13 450 ნახვა

დღს, 4 აგვისტოს, პარიზის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში მოკრივე, ლაშა გურული (63.5კგ) იასპარეზებს.

ნახევარფინალურ შეხვედრაში ლაშა გურული კუბელ მეტოქესთან გამართავს ბრძოლას.

ლაშამ, ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ყაზახი სპორტსმენის დამარცხების შემდეგ, ბრინჯაოს მედალი გაინაღდა, დღეს კი, ოქროს მედლის მოსაპოვებლად, ფინალში გასვლას ეცდება.

შეხვედრა თბილისის დროით 19:30-ზე დაიწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში