მკვლელობა ქობულეთში

04 აგვისტო 2024, 18:03 5196 ნახვა

მკვლელობა ქობულეთში - ქალაქის ცენტრში 1-ნომრად მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლსა და ტაქსის მძღოლს შორის უთანხმოება კონფლიქტში გადაიზარდა, რა დროსაც ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებით მიკროავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.გავრცელებული ინფორმაციით დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში