ბრიტანეთში შექმნილი ვითარების გამო მთავრობის საგანგებო სხდომას გაიმართება

05 აგვისტო 2024, 10:03 356 ნახვა

გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე ძალადობრივი არეულობის გამო, დაუნინგ სთრითში დღეს საგანგებო რეაგირების შეხვედრა გაიმართება, - ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.

საგანგებო კომიტეტის სხდომის მიზანია მთავრობას მიაწოდოს ინფორმაცია ძალადობრივი ფაქტებისა და მათზე რეაგირების შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი მინისტრები და პოლიციის წარმომადგენლები.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გუშინ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მკაცრად დაგმო თავდასხმა როტერჰემში მდებარე სასტუმროზე, სადაც თავშესაფრის მაძიებლები ცხოვრობენ და პირობა დადო, რომ არეულობაში მონაწილე პირებს კანონის მთელი ძალით დაუპირისპირდებიან.

ამასთან, პოლიციამ უპასუხა ძალადობრივ სცენებს ტამუორთში, მიდლსბროში, ბოლტონში, ჰალსა და ვეიმუთში.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა „ამ ავაზაკების მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში