პარლამენტის ძველ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი განთავსდება

05 აგვისტო 2024, 20:00 420 ნახვა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა ძალიან მოკლე პერიოდში ქუთაისს აქცევს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზიდულობის ცენტრად რეგიონში მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით.

ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ქუთაისში აღნიშნული პროექტის განხორციელება წარმოადგენს იმ პოლიტიკის ნაწილს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, მათ შორის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში