ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდნენ

06 აგვისტო 2024, 10:15 359 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლში დაბრუნდა, რათა ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ერთად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები განიხილოს. ამასთან, ბაიდენი იორდანიის მეფე აბდულა მეორესაც ესაუბრა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ლიდერებმა განიხილეს თავიანთი ძალისხმევა რეგიონული დაძაბულობის დეესკალაციისთვის, მათ შორის, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მეშვეობით.

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაელ ჰანიე მოკლეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში