დეკანოზი გიორგი მამალაძე შიმშილობს

06 აპრილი 2017, 00:00 2401 ნახვა

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე მესამე დღეა შიმშილობს, მისი მოთხოვნაა კათოლიკოს-პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრა.  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით,  მამალაძე პენიტენციურ დაწესებულებაში მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 
საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელს, დეკანოზ გიორგი თევდორაშვილს კი შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით ეჭვი ეპარება. შეგახსენებთ, გიორგი მამალაძე მისი ოჯახისთვის დაცვის მოხსნასაც მოითხოვს. მას სურს, სასამართლო პროცესები საჯარო იყოს. 

ამავე კატეგორიაში