იაპონიაში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე

08 აგვისტო 2024, 12:32 645 ნახვა

იაპონიაში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთში, კუნძულ კიუსიუზე მდებარე მიაძაკის პრეფექტურის სიახლოვეს, ზღვაში მდებარეობდა.

ძლიერი ბიძგების შემდეგ მოქალაქეები მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გააფრთხილეს.

მიწისძვრის შედეგად შესაძლო დაღუპულებზე ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში