ბათუმის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით გაიზარდა და 460 მილიონი ლარი შეადგინა

09 აგვისტო 2024, 12:46 439 ნახვა

ბათუმის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით გაიზარდა და 460 მილიონი ლარი შეადგინა. გადაწყვეტილება დეპუტატებმა დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გაზრდილი ბიუჯეტი სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება. ასევე განხორციელდება სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სალიკვიდაციო სამუშაოები.

საკრებულოს დეპუტატების განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტით ასევე მოხდება ქალაქის გარეუბნებში გზებისა და გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში