„ მწვანე საქართველო “- გარემოსდაცვითი პროექტის პრეზენტაცია

09 აგვისტო 2024, 20:01 507 ნახვა

 დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერი და წყალი, ბიომრავალფეროვნების განადგურება, შავი ზღვის დაბინძურება და სხვა ეკოლოგიური პრობლემები დასახელდა მთავარ გარემოსდაცვით გამოწვევებად პროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე სექტორმა“ მოამზადა.

ეროვნული გარემოსდაცვითი პროგრამის “მწვანე საქართველოს“ პრეზენტაცია დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. შეხვედრაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ მოწვეული, რომლებსაც პროგრამის ავტორმა, კახა გუჩმანიძემ ეკოლოგიის თემაზე მომზადებული კვლევის ძირითადი მიგნებები და პრობლემის გადაჭრის გზები გააცნო.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში