დღეს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 5 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

10 აგვისტო 2024, 09:24 666 ნახვა

10 აგვისტოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

მედლებისთვის სამი თავისუფალი სტილით მოჭიდავე და ორი ძალოსანი იბრძოლებს.

65 კგ წონით კატეგორიაში გოდერძი ძებისაშვილი მერვედფინალში პირველ ნომრად განთესილ სომეხ ვაზგენ ტევანიანს ეჭიდავება.

97 კგ წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილი მერვედფინალში სამხრეთ აფრიკელ ნიკოლას დე ლანჟეს შეხვდება.
თავისუფალ ჭიდაობაში მერვედფინალური დაპირისპირებები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.

დღესვე 125 კგ წონით კატეგორიის ფინალში გენო პეტრიაშვილი ირანელ ზარეს შეხვდება.
ფინალური ფლოკი 22:30 საათზეა ჩანიშნული.

10 აგვისტოს ასევე ორი ძალოსანიც იასპარეზებს: თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება შეჯიბრი 102 კგ წონით კატეგორიაში, სადაც ირაკლი ჩხეიძე გამოვა, ხოლო 22:30 საათზე მძიმე წონაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე იასპარეზებს.

საქართველოს ამ დროისთვის ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოუტანა (ძიუდო), ვერცხლი ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის (ორივე ძიუდო) აქტივშია, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა გურული დაეუფლა (კრივი).

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში