აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი სტუდენტებს შეხვდა

06 აპრილი 2017, 00:00 3162 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის საინიციატივო ჯგუფის სტუდენტებს შეხვდა, რომელიც ეკონომიკის, ტურიზმისა და სამართლის სპეციალობის სტუდენტებისგან იყო დაკომპლექტებული. რამაზ ბოლქვაძემ დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა, სტუდენტებს უწყებაში სტაჟირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ახალი საფინანსო აკადებიის შექმნის ინიციატივა გააცნო. ინიციატივების გაცნობის საშუალება სტუდენტებსაც ჰქონდათ. 

ამავე კატეგორიაში