სარფის საბაჟოზე არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

10 აგვისტო 2024, 13:56 432 ნახვა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟეებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის/ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოქროს ნაკეთობების საერთო წონამ – 357,87 გრამი, ხოლო, ვერცხლის ნაკეთობების – 60,23 გრამი შეადგინა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 73 798,07 ლარია.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში