გივი მაჭარაშვილი ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

10 აგვისტო 2024, 14:17 686 ნახვა

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე, გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) სადებიუტო ოლიმპიადა გამარჯვებით დაიწყო.

მან მერვედფინალური შეხვედრა სამხრეთაფრიკელ ნიკოლას დე ლანგთან გამართა, მეტოქეს ანგარიშით 12:2 სძლია და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

27 წლის ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ოქროს მედლის მფლობელია.

ამ ეტაპზე, საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი, ბრინჯაო მიიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში