ქართველი ოლიმპიელები პარიზში

10 აგვისტო 2024, 18:02 353 ნახვა

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს  ქართველი სპორტსმენები ასპარეზობენ. თავისუფალ ჭიდაობაში, 65 კგ-მდე წონით კატეგორიაში  გოდერძი ძებისაშვილი პირველივე
შეხვედრაში დამარცხდა.

97კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის მოქმედი ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი მეოთხედფინალში გადავიდა. ოქროს მედლისთვის  გენო პეტრიაშვილი იბრძოლებს.

დღეს ფიცარნაგზე +102 კგ წონით კატეგორიაში მესამე ოლიმპიური ოქროს მედლისთვის, ლაშა ტალახაძე იასპარეზებს.

30 წლის ქართველი ძალოსანი ბრძოლას თბილისის დროით 22:30 საათიდან დაიწყებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში