რუსეთმა კიევის ოლქს რაკეტებით შეუტია - დაიღუპა ორი ადამიანი

11 აგვისტო 2024, 11:39 387 ნახვა

კიევის ოლქზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია.

მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სარაკეტო იერიში ღამით განხორციელდა.

აფეთქებების შესახებ ცნობები ვრცელდება სუმის, პოლტავის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქებიდანაც.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში