დიდგორის ველზე „დიდგორობა 2024“-თან დაკავშირებული ღონისძიება მიმდინარეობს

12 აგვისტო 2024, 11:25 330 ნახვა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე, სახალხო დღესასწაულ „დიდგორობა 2024“ -თან დაკავშირებით, ღონისძიება მიმდინარეობს.

ღონისძიებას მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრები და საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

ადგილზე მოწყობილია საგამოფენო და ბავშვთა სივრცეები, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტები წარმოადგენენ საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ კულტურული მემკვიდრეობის, სახალხო რეწვის, კულინარიულ, სიმღერისა და ცეკვის ნიმუშებს.

„დიდგორობა 2024-ის“ ფარგლებში სამხედრო პირები დიდგორის ჯვრის ორდენით დაჯილდოვდებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში