„ჰამასის“ პოლიტიკურ მეთაურს, იაჰია სინვარს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სურს 

12 აგვისტო 2024, 10:05 324 ნახვა

„ჰამასის“ პოლიტიკურ მეთაურს, იაჰია სინვარს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სურს, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს. მედიის ცნობით, „ჰამასის“ მხრიდან ეს გადაწყვეტილება ისრაელის წარმომადგენლებს ეგვიპტელმა და კატარელმა შუამავლებმა აცნობეს.  ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პასუხი ამ დროისთვის უცნობია.

როგორც წყაროები „სიენენთან“ აღნიშნავენ, ნეთანიაჰუ მზადაა, დადოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა მინისტრთა ნაწილი წინააღმდეგია „ჰამასთან“ შეთანხმების მიღწევის.

„სიენენი“ ასევე წერს, რომ ისრაელის პრემიერზე დიდი ზეწოლაა აშშ-ის მხრიდან, რომ მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა ოლაფ შოლცმა, მედიის ცნობით, ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბრისას ასევე შეშფოთება გამოთქვა ახლო აღმოსავლეთში რეგიონული კონფლიქტის გაფართოებასთან დაკავშირებით.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში