იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ტაიფუნი მარია მძვინვარებს

12 აგვისტო 2024, 14:10 369 ნახვა

ტაიფუნი მარია იაპონიის სანაპიროს მიუახლოვდა, რის გამოც ოფიციალურმა პირებმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში საგანგებო  მდგომარეობა გამოაცხადეს. მიმდინარეობს სანაპირო რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია.

ტაიფუნს თან ახლავს ძლიერი ქარი და უხვი  ნალექი. ივატეს პრეფექტურაში ქარმა დაგლიჯა ხეები. ჩახერგილი გზების გამო შეფერხებულია სატრანსპორტო მიმოსვლა. 

სინოპტიკოსები ადგილობრივებს ღვარცოფის, წყალდიდობის, ძლიერი ქარისა და შტორმის შესახებ აფრთხილებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში