მწვერვალ შხელდაზე დაკარგული მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი იპოვეს

12 აგვისტო 2024, 15:06 429 ნახვა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი იპოვეს.
 
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი, დაახლოებით 3 800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს.
 
"სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეც-ტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით მთამსვლელის ცხედარი გადმოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში