აჭარაში ზღვის წყლის ხარისხი დასაშვებ ნორმებთან სრულ თანხვედრაშია - სოფლის მეურნეობის სამინისტრო

12 აგვისტო 2024, 16:36 415 ნახვა

6 აგვისტოს არსებული სინჯების კვლევის მიხედვით, აჭარაში ზღვის წყლის ხარისხი დასაშვებ ნორმებთან სრულ თანხვედრაშია -  ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, სარფი-ჩოლოქის მონაკვეთზე 7 წერტილში (ბათუმის ცენტრალური პლაჟი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია, კვარიათი, სარფი, ქობულეთის ცენტრალური პლაჟი, ბობოყვათის მიმდებარე ტეიტორია და მწვანე კონცხი) ზღვის წყლის ბაქტეოროლოგიური კვლებები ჩაატარა.

"ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით ზღვის წყლის ხარისხი მთელი პერიმეტრის შვიდივე წერტილში დასაშვები ნორმის ფარგლებშია. კვლევების მიხედვით ყველაზე სუფთა ძღვის წყალი სარფი კვარიათისა და მახინჯაური მწვანე კონცხის ტერიტორიებზე დაფიქსირდა.

კვლევებს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი ატარებს შემდეგ მაჩვენებლებზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, ლაქტოზადადებითი ნაწლავის ჩხირები, ენტეროკოკი, კოლიფაგები, სალმონელას ბაქტერიები. სინჯების აღება ხდება მცურავი საშუალების გამოყენებით ნაპირიდან 50 მეტრის რადიუსში", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში