შინდისის ბრძოლაში დაღუპული რომან ზოიძის ძმა ოპოზიციაზე: მაგათ რა უნდათ შინდისში 12 აგვისტოს? თავს არიდებენ, არ უნდათ, რომ შეეჩეხონ რეალურ ფაქტებს

12 აგვისტო 2024, 18:50 403 ნახვა

მაგათ რა უნდათ შინდისში 12 აგვისტოს? თავს არიდებენ, არ უნდათ, რომ შეეჩეხონ რეალურ ფაქტებს, - ამის შესახებ შინდისის ბრძოლაში დაღუპული რომან ზოიძის ძმამ, ფრიდონ ზოიძემ შინდისის გმირების მემორიალთან, ოპოზიციის წევრების ჩასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.

აგვისტოს ომის დაწყების თარიღის შეცვლის შემდეგ, რადიკალური ოპოზიცია შინდისის გმირების მემორიალთან, ერთი დღის დაგვიანებით მივიდა. ქართველი მებრძოლები შინდისთან 2008 წლის 11 აგვისტოს ოკუპანტებთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცნენ და სწორედ 11 აგვისტოა მათი გმირობის თარიღი.

უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულების ოჯახის წევრებისთვის გაუგებარია, თუ რას ემსახურება 12 აგვისტოს, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა მისვლა გმირების მემორიალთან. რომან ზოიძის ძმა , ფრიდონ ზოიძე ვარაუდობს, რომ ყოფილი ხელისუფლებისთვის ცარიელ მემორიალთან დგომა კომფორტულია. დაღუპული მებრძოლების ახლობლებისთვის ტრაგედიის თარიღით მანიპულირება მიუღებელია.

„მაგათ რა უნდათ შინდისში 12 აგვისტოს? ან 7 აგვისტოს რა თარიღებს ცვლიან? ესენი ადამიანები არ არიან, როგორც ვატყობ. ესენი არიან საშინელი ადამიანები. რომ ვითომ უხერხულობაც აქვთ, თან არ უნდათ შეხება რა, რომ შეეჩეხონ ამ სიტუაციას და რეალურ ფაქტებს. თავს არიდებენ, რაც უფრო მეტად, ამ თემის ირგვლივ იქნება გარკვეული ხმაური იქნება თუ ტელევიზია თუ ა.შ. აქ ყველანაირ პოლემიკას და ინფორმაციულ ომს ესენი წააგებენ და მათთვის წამგებიანი სიტუაციაა ეგ. ამიტომ ვირ-ეშმაკობენ და „ხრიკაობენ“. ხრიკებს იყენებენ, რომ რამენაირად აგვისტოს დღეების, ცხელი დღეების სიტუაციებიდან, როგორმე გამოძვრნენ“,-განაცხადა ფრიდონ ზოიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში