კუნტიჯვრობა შუახევში

12 აგვისტო 2024, 19:54 358 ნახვა

შუახევში „კუნტიჯვრობა“ აღნიშნეს. დღესასწაულის დაარსება, ენათმეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ტარიელ ფუტკარაძეს უკავშირდება. 2020 წელს დაარსებული ღონისძიება ტრადიციად იქცა და ყოველწლიურად დიდგორობაზე აღინიშნება.

ამ დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ, შუახევის თვითმმართველობასთან ერთად, კულტურული ღონისძიება გამართეს. ადგილობრივმა ანსამბლებმა ცეკვები და სიმღერები შეასრულეს. ტრადიციულად ისტორიულ ადგილას, სადაც ახლა ჯვარია აღმართული, წირვა აღევლინა.

„კუნტიჯვრობის“ დაარსების ლეგენდა კუტ ქალს უკავშირდება, რომელმაც აღმართული ჯვრის ადგილიდან ადგილობრივ მოსახლეობას მტრის შემოსევა ამცნო და ასე ადგილობრივებმა ხეობა გადაარჩინეს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში