ცხადდება მედია-კონურსი თემაზე “იმუნიზაცია, როგორც ძლიერი სამოქალაქო პასუხისმგებლობა“

13 აგვისტო 2024, 10:15 323 ნახვა

იმუნიზაცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ კუთხით არსებული გამოწვევები - საკითხზე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებულ შეხვედრაზე ბათუმში მსჯელობენ.

სემინარს რეგიონული მედიის წარმომადგენლები ესწრებიან. დაგეგმილია დისკუსიები საგანგებო სიტუაციების დროს  წარმოქმნილ კრიზისებზე რეაგირებისა და მედიის ჩართულობის საკითხების შესახებ. მონაწილეებისთვის ცხადდება მედია-კონურსიც თემაზე “იმუნიზაცია, როგორც ძლიერი სამოქალაქო პასუხისმგებლობა“.

მისი მიზანი დაავადებების გავრცელების პრევენციის პროცესში ვაქცინაციის მნიშვნელობა და გეგმიური იმუნიზაციის  შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა. ეს საკითხები გამოწვევად რჩება კვლევებითაც, განსაკუთრებით კი პანდემიის შემდეგ. მედია-კონკურსი პროექტის “ეპიდემიების მიმართ მზაობა და კოვიდ-19-ზე რეაგირება სომხეთსა და საქართვლოში“- ფარგლებში გამოცხადდა.

პროექტს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში