ღამით ძლიერმა წვიმამ ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გარკვეული შეფერხებები გამოიწვია

13 აგვისტო 2024, 11:44 419 ნახვა

გუშინ მოსულმა უხვმა ნალექმა  ბათუმში რამდენიმე ქუჩა დატბორა. ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, მერიაში დატბორვის შესახებ 50-მდე განცხადება შევიდა.

წყალმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლსა და სამეწარმეო ობიექტში შეაღწია.

ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც გვიან ღამემდე აწარმოებდნენ ამოტუმბვით სამუშაოებს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში