ათენის გარეუბანში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

13 აგვისტო 2024, 09:50 336 ნახვა

საბერძნეთში წელს ყველაზე მასშტაბური  ხანძარი  ათენის გარეუბანში გავრცელდა და  ასობით ადამიანი აიძულა დაეტოვებინა  საცხოვრებელი ადგილი. გადამწვარია ხეები, სახლები და ავტომობილები. გადატვირთული ავტომაგისტრალები  კვამლითა და ფერფლით არის დაფარული.

საბერძნეთის მთავრობამ დახმარების თხოვნით მიმართა ევროკავშირის  წევრ ქვეყნებს. ტყის ხანძარი   უკვე მეორე დღეა უკონტროლოდ ვრცელდება. მას ხელს უწყობს ძლიერი  ქარი. მეხანძრეებმა განაცხადეს, რომ ხანძარი, რომელიც საფრთხეს უქმნის მრავალბინიან კორპუსებს, სკოლებსა და საწარმოებს, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში  დედაქალაქში ყველაზე ღრმა წერტილს მიაღწია.  

ხანძარს მოხალისეების მხარდაჭერით 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 199 სახანძრო მანქანა და 35  თვითმფრინავი ებრძვის. 30-ზე მეტი რაიონიდან მოსახლეობისა და  სულ მცირე სამი საავადმყოფოს ევაკუაცია მოხდა. 

ათენის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით რაფინას პორტისკენ მიმავალი სამგზავრო ბორნები სხვა პორტისკენ გადაამისამართეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში