ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადება

14 აგვისტო 2024, 10:05 338 ნახვა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ  განაცხადა,  რომ ორშაბათს  უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებელ კოშკზე  გაჩენილი  ხანძარი არ იყო გამოწვეული მასზე  უცხო ობიექტის მოხვედრით.

ოკუპირებული სადგურის  რუსულმა ხელმძღვანელობამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განუცხადა, რომ შესაძლოა დაზიანებული გამაგრილებელი კოშკის დემონტაჟი გახდეს საჭირო.

რუსული მხარე ირწმუნება, რომ კოშკზე ხანძარი უკრაინული ძალების მიერ განხორცილებულ თავდასხმას მოჰყვა.

კიევის მტკიცებით, კი რუსმა ოკუპანტებმა კოშკის ტერიტორიაზე საბურავები დაწვეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში