ბაიდენმა უკრაინის შეჭრას პუტინისთვის ნამდვილი დილემა უწოდა 

14 აგვისტო 2024, 09:58 332 ნახვა

რუსეთში უკრაინის სამხედრო შეჭრამ  "ნამდვილი დილემა შეუქმნა" რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს-განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და აღნიშნა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები უკრაინელებთან მუდმივ კავშირზე არიან. 

ერთი კვირის შემდეგ, როცა 6 აგვისტოს გამთენიისას დაახლოებით ათასი უკრაინელი ჯარისკაცი ტანკებითა და ჯავშანტექნიკით შეიჭრა რუსეთის ტერიტორიაზე, ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი ისევ ცდილობენ გაიგონ, თუ  რისი მიღწევა სურს უკრაინას ამ ნაბიჯით. ნიუ ორლეანში ჩასვლისას ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  მას ყოველ ოთხ- ხუთ საათში აწვდიან  ინფორმაციას უკრაინის ქმედებების შესახებ.

ბაიდენის ეს  პირველი  კომენტარია  უკრაინული ძალების კურსკის რეგიონში შეჭრასთან დაკავშირებით.

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას  მილიარდობით დოლარის იარაღი მიაწოდა, რომელიც ძირითადად თავდაცვითი მიზნებისთვის იყო განკუთვნილი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში