მომსახურების სააგენტომ საერთაშორისო მართვის მოწმობების გაცემა დაიწყო

14 აგვისტო 2024, 13:16 458 ნახვა

მომსახურების სააგენტომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

მომსახურების სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა ერთი წლის ვადით, ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე და დოკუმენტი მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ჟენევის კონვენციის წევრ ქვეყნებში.

ამასთან, მომსახურების სააგენტოს მიერ, ასევე გაიცემა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობაც, რომელიც მოქმედია სამი წლის ვადით.

სააგენტოს ცნობით, დოკუმენტი მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვენის კონვენციის წევრ ქვეყნებში.

„საერთაშორისო მართვის მოწმობის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა პირმა მომსახურების სააგენტოში წარმოადგინოს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ეროვნული მართვის მოწმობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში