ტყის ხანძარი ნევადასა და ათენის გარეუბანში

14 აგვისტო 2024, 13:54 316 ნახვა

ამერიკის ნევადის შტატში მეხანძრეები ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ვერდის მახლობლად  ჯერ კიდევ კვირას გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარმა სულ მცირე 674 ჰექტარი ფართობი გაანადგურა და შტატებსშორისო ავტომაგისტრალზე სატრანსპორტო მოძრაობა  შეაფერხა.

ნევადის შტატის პოლიციის განცხადებით,  ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი ერთი ადამიანია დაკავებული.  მასშტაბური ხანძრის ლოკალიზება მხოლოდ ქარის შესუსტების შემდეგ შეძლეს საბერძნეთში.

ათენის ჩრდილოეთ გარეუბანში ევაკუირებული მოსახლეობა სახლებში ბრუნდება. საბერძნეთის დედაქალაქის გარეუბანში  წლის ყველაზე საშინელი ხანძარი  სამი დღის განმავლობაში მძვინვარებდა.  სტიქიამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. 

განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, მანქანები,  მინდვრები და ტყეები. დამწვარია 10 ათასი ჰექტარი მიწა.

მთავრობამ ხანძრის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაცია და დახმარების სხვა ღონისძიებების შესახებ განაცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში