უკრაინამ ხანგრძლივი დროით შეაჩერა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესი - მიროშნიკი

14 აგვისტო 2024, 13:50 391 ნახვა

რუსეთის კურსკის მიმართულებით ტერორისტული  მოქმედებებით უკრაინამ სულ მცირე  ხანგრძლივი დროით შეაჩერა   სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებული  პროექტი. ამის შესახებ  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა როდიონ მიროშნიკმა განაცხადა. 

რუსი დიპლომატის თქმით, ეს  აბსოლუტურად მიზანმიმართულად გაკეთდა  და რომ  არაადეკვატურ მოწინააღმდეგესთან მოლაპარაკებების გამართვა დღეისთვის შეუძლებელია.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიევს სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად რამდენიმე პირობა შესთავაზა, მათ შორის ნატო-ს ამბიციებზე უარის თქმა და მოსკოვის მიერ ანექსირებული უკრაინის ოთხი რეგიონიდან   ჯარების გაყვანა. 

კიევი აცხადებს, რომ იგი  პუტინის მიერ  იმპერიული სტილით მიწების მიტაცების მსხვერპლია და ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად იბრძვის.

დასავლეთისთვის დაუშვებელია ამ ომში პუტინის რუსეთის გამარჯვება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში