სპორტულ ტანვარჯიშში მსოფლიო ჩემპიონი გუნდურ პირველობაში რუსუდან სიხარულიძე იუბილარია

15 აგვისტო 2024, 12:29 432 ნახვა

საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, სპორტულ ტანვარჯიშში მსოფლიო ჩემპიონისა და პრიზიორის, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულის რუსუდან სიხარულიძის 70 წლის იუბილე აღნიშნეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

რუსუდან სიხარულიძე არის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ღირსების ორდენის კავალერი, აჭარის სპორტის დამსახურებული მუშაკი, ქალაქ ბათუმის საპატიო მოქალაქე, ქალაქ ჩიკაგოს საპატიო მოქალაქე, ასევე სპორტის რაინდი. დასახელებულია მე-20 საუკუნის საქართველოს ათ საუკეთესო ქალ სპორტსმენთა შორის და მე-20 საუკუნის აჭარის საუკეთესო ქალ სპორტსმენად. რუსუდან სიხარულიძეს დიდი წვლილი მიუძღვის აჭარასა და საქართველოში სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.ბათუმში საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს რამდენიმე წლის წინ ვარსკვლავიც გაუხსნეს.  

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში