სასამართლო პროცესი

06 აპრილი 2017, 00:00 3874 ნახვა

სხდომის ნაცვლად 20 წუთიანი დავა სასამართლო თარიღის ჩანიშვნაზე - ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ქობულეთში სასტუმრო “არმაზში” ხანძრის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, არსებითი განხილვა 5 მაისისთვის გადადო. მოსამართლეს შუამდგომლობით ბრალდებულის, ზაზა ართმელაძის ადვოკატმა მიმართა და მიზეზად პროკურატურის მიერ მოწმის სახით დასაკითხ პირთა საჭიროებაზე, ადვოკატებს შორის საკითხის შეჯერება დაასახელა. ზაზა ართმელაძეს, რომელსაც პროკურატურა სისხლის სამართლის 243-ე მუხლითი ედავება კიდევ ორი ადვოკატი იცავს. დღესვე ჩაინიშნა მომდევნო რამდენიმე სხდომაც, რომლის თარიღი მიუღებელი აღმოჩნდა დაცვის მხარისთვის. საბოლოოდ სხდომების ჩატარება მაისის თვეში გადაწყდა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში