ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები კატარში განახლდება

16 აგვისტო 2024, 11:51 304 ნახვა

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები კატარის დედაქალაქ დოჰაში დღეს განახლდება, - ინფორმაციას Reuters-ი კატარელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დოჰაში გამართულ დისკუსიებთან დაკავშირებით ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა, Reuters-ს განუცხადა, რომ ხუთშაბათს გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო.მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში