ლუდის ფესტივალი ბათუმში

18 აგვისტო 2024, 11:49 545 ნახვა

ბათუმში ლუდის ფესტივალი გრძელდება. ღონისძიება ზღვისპირა ქალაქში უკვე მეორე წელია იმართება, თუმცა წელს შეხვედრის ადგილი ბულვარის ნაცვლად ევროპის მოედანია. ფესტივალი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება, ლუდის მოყვარულებს ტერიტორიაზე  30 სახეობის ლუდი დაგხვდებათ, ასევე კვების ობიექტები და ტრადიციული კერძები.

ევროპის მოედანზე ლუდის ფესტივალის პარალელურად მიმდინარეობს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა, ასევე მეწარმეებს წარმოდგენილი აქვთ თაფლი. ლუდის ფესტივალზე სხვადსხვა ბენდები მონაწილეობენ, ასევე მსმენელის წინაშე არაერთი ცნობილი შემსრულებელი წარსდგა. ფესტივალი 16 აგვისტოს დაიწყო და დღეს სრულდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში