საქველმოქმედო კონცერტი

18 აგვისტო 2024, 11:49 685 ნახვა

კონცერტი  ბათუმის მუსიკალურ ცენტრში. გურანდა დოლიძემ  ვაჟა აზარაშვილის და გია ყანჩელის შემოქმედება გააცოცხლა. მომღერალმა ღონისძიების დასკვნით ნაწილში  „ჰოდა ერთად დავიბადეთ მე და ჩემი სიმღერა შეასრულა. საიუბილეო კონცერტი მომღერალმა 50-ე დაბადების დღეს მიუძღვნა, კონცერტზე გურანდა დოლიძემ შვილთან მერაბ დოლიძესთან ერთადაც იმღერა. 

ღონისძიების პარალელურად მუსიკალური ცენტრის ფოიეში ინკლუზიური „კრაფტ-კლუბისა „ და სახელოსნო „კონდოფილას „ ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა გაიმართა, გაყიდული ნივთებიდან შემოსული თანხა ორგანიზატორის განცხადებით ქველმოქმედებას მოხმარდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში