რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია

18 აგვისტო 2024, 11:50 354 ნახვა

რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევს ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, ეს მიმდინარე თვეში დედაქალაქზე განხორციელებული მესამე ბალისტიკური შეტევაა.

ამასთან, რუსებმა,  სარაკეტო შეტევის პარალელურად, დედაქალაქისკენ დრონები გაუშვეს, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა ყველა მათგანი გაანადგურეს ისე, რომ დრონებმა კიევამდე ვერ მიაღწიეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კიევში ნგრევა არ დაფიქსირებულა და არავინ დაშავებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში