ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა

18 აგვისტო 2024, 15:10 1973 ნახვა

ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა.

შემთხვევა სოფელ ხუცუბანში, არასრულწლოვანის საცხოვრებელ სახლში მოხდა.

გოგონა ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში