რუსეთის ლიდერი აზერბაიჯანს ორდღიანი ვიზიტით ეწვია

19 აგვისტო 2024, 11:55 307 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით ბაქოში ჩავიდა. პუტინს უკვე  შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. მხარეებს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები დღეისთვის იგეგმება. შეხვედრის ერთ-ერთი თემა აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების მოგვარების საკითხია, პრეზიდენტები იმსჯელებენ რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე და აზერბაიჯანის საერთაშორისო ორგანიზაცია „ბრიქსში“ გაწევრიანების სურვილზეც.

ამის შესახებ  რუსეთში აზერბაიჯანის ელჩმა განაცხადა. 2006 წელს დაარსებულ „ბრიქსში“გაწევრიანებული არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა,  ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია. წელს ასოციაციას რუსეთი თავმჯდომარეობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში