ტენდერი ბათუმის აკვარიუმის რეაბილიტაციისთვის

19 აგვისტო 2024, 14:44 468 ნახვა

აკვარიუმის ავარიული შენობის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა, სატენდერო პირობების მიხედვით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  ინფრასტრუქტურული სამუშაოები  2025 წლის 10- დეკემბრამდე უნდა დაასრულოს,  შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 6 721 919 ლარია, ხოლო კომპანიებს მონაწილეობის უფლება პირველიდან 6 სექტემბრამდე შეეძლებათ . რეაბილიტაციის პარალელურად აღნიშნული თევზების ადგილმონაცვლეობა  აკვარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი.

ზღვისპირა ქალაქში აკვარიუმი 1966 წლის აგვისტოში გაიხსნა , გახსნიდან დღემდე შენობას მასშტაბური რეაბილიტაცია არ ჩატარებია, რის გამო აკვარიუმი თანამედრვე  სტანდარტებს  ვერ აკმაყოფილებს, შენობასთან ერთად , ასევე დაზიანებულია აკვარიუმი , რის გამოც წყალი ჟონავს და ამორტიზებულია. აკვარიუმში 50-მდე სახეობის თევზი ბინადრობს , მათ შორისაა იშვიათი და წითელ წიგნში შეტანილი თევზები. ბათუმის აკვარიუმი დაახლოებით 60 წლიდან  ისტორიას ითვლის და ხვალ იუბილარია.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში