არის თუ არა დარღვეული საბავშვო ატრაქციონის მოწყობის სტანდარტი?

19 აგვისტო 2024, 14:48 671 ნახვა

სოფელ დაგვაში ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა, თუმცა ბავშვთა გასართობი ატრაქციონი სტანდარტების დარღვევით  მოეწყო. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ატრაქციონზე მოზარდების უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის.

კონკრეტულად საუბარია საბავშვო სასრიალოზე, რომელსაც რკინის ღობე დაშვებულზე ახლოს ესაზღვრება. სოფლის ცენტრის რეაბილიტაცია და ატრაქციონების მონტაჟი ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანია შპს "ჯორჯიან სტოუნმა" განახორციელა, რისთვისაც ქობულეთის ბიუჯეტიდან 3-მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. როგორც კომპანიის დირექტორი, ბადრი რომანაძე ამბობს, შესრულებული სამუშაოები ყველა სტანდარტის დაცვით შეასრულეს და ობიექტი მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჩაიბარა.

ამბობს, რომ არ აპირებს პროექტში ცვლილების შეტანას.  ვის ეკისრება პასუხისმგებლობა და რატომ ჩაიბარა ქობულეთის მერიამ სტანდარტების დარღვევით შესრულებული ობიექტი? ასევე როდის მოხდება ბავშვთა გასართობი ატრაქციონზე არსებული ხარვეზის გამოსწორება? ამ კითხვებზე ქობულეთის მერიამ წერილობით გვიპასუხეს, აქ ამბობენ, რომ  ობიექტზე ბავშვთა უსაფრთხოების ნორმები სრულად არის დაცული და ატრაქციონის მონტაჟი პროექტი შესაბამისად განხორციელდა"

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში